საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.5%-იანი ზრდით, რამაც 0.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 10.8%-ითაა გაზრდილი.
ამ შემთხვევაში ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 37.0%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.21 და 2.72 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 16.9%-ით გაიზარდა.