გაფართოებული რეალობის სათვალეების ბაზრის ერთ-ერთმა კომპანიამ, Magic Leap-მა $500 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც თავის კლასში საუკეთესო AR-ფუნქციონალის მქონე პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენებს. ახალი თაობის პირველი სათვალე – Magic Leap 2, – ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდება. ამ ფინანსური გარიგების შედეგად, Magic Leap-ის ღირებულება $2 მილიარდად შეფასდა.
@peggyj just revealed #MagicLeap2 on @CNBC – the industry’s smallest and lightest device. Built for enterprise, it is more immersive and comfortable, with the largest FOV, and dimming – a first-to-market innovation enabling use in brightly lit settings. https://t.co/jSPUGd4P9N pic.twitter.com/LVpUX6YfcW
— Magic Leap (@magicleap) October 11, 2021
ცნობისთვის, გასულ წელს Magic Leap-მა და მისმა პარტნიორებმა აჩვენეს, რომ მათი პროდუქტის გამოყენება სწავლების, წარმოებისა და ჯანდაცვის სექტორებში შეიძლება. გარდა ამისა, თავის ისედაც მსხვილ საპატენტო პორტფელს კომპანიამ არაერთი ახალი პატენტი შემატა, მათ შორის არის Magic Leap 2-ში გამოყენებული ტექნოლოგიები, რომლებიც ამ პროდუქტს ინდუსტრიული გამოყენების მქონე ყველაზე მცირე და მსუბუქ სათვალედ აქცევს.
ფოტო: Magic Leap
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომპანია საცალო მოხმარების გაფართოებული რეალობის სათვალეებს აწარმოებდა და $3 მილიარდამდე მოცულობის ჯამური ინვესტიციაც კი მოიზიდა. თუმცა მოგვიანებით კომპანიიდან ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რის მერეც კომპანიამ სამომხმარებლო ბაზარი დატოვა და ინდუსტრიული გამოყენების მქონე სათვალეების წარმოებაზე გადავიდა.