არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes

არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes

არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად – ეს თქვენი დაინფიცირების რისკს ზრდის, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს ამერიკული Forbes-ი.

29 თებერვალს აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადამიანებს ამ უცნაური და ახალი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად რაღაცის გაკეთება სურთ, ამიტომაცაა რომ ბევრი მათგანი ყიდულობს და იმარაგებს პირბადეებს. თუმცა, მსოფლიო დეფიციტის ფონზე თუ შეძელით პირბადის შოვნა, უნდა იყიდოთ თუ არა?

არა.

და უკვე თუ გაქვთ ნაყიდი, უნდა გაიკეთოთ თუ არა გარეთ?

არა.

თუ, ახალი კორონავირუსია თქვენ ახლოს გავრცელებული, არც მაშინ?

თუ ის თქვენს მეზობლადაა გავრცელებული, მაინც არ უნდა გამოიყენოთ პირბადეები – ქირურგიული პირბადეები, რესპირატორული პირბადებით თუ სხვა სახის პირბადე კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ინფექციების პრევენციის სპეციალისტის აივოას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ელი პერენსევიჩის თქმით, არ გჭირდებათ ისინი, და უფრო მეტიც, არ უნდა გაიკეთოთ.

“ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება პირბადე, და არც უნდა გამოიყენოს. არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ პირბადეების გამოყენება ჯანმრთელ ადამიანებს დაიცავს, ისინი მას არასწორად იყენებენ და უფრო მეტიც ზრდიან დაინფიცირების რისკს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ისინი უფრო ხშირად ეხებიან სახეს, როგორც წესი“, – განაცხადა პერენცევიჩმა.

სპეციალისტი ამბობს, რომ პირბადე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენო, თუ ხარ ავად.

კორონავირუსი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და არა ჰაერით. ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევით მისი ჩასუნთქვა არ ხდება. ქირურგიული პირბადეები აკავებს ჰაერწვეთოვან უჯრედებს, ამიტომაც ის მხოლოდ დაინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ. “თუ გაქვთ გრიპი, ან ფიქრობთ რომ გაქვთ კორონავირუსი, სწორედ მაშინ უნდა გაიკეთოთ პირბადე, რათა სხვები დაიცვათ“, – ამბობს სპეციალისტი.

როგორ უნდა დავიცვათ რეალურად თავი ახალი კორონავირუსისგან?

საუკეთესო გზა თავის დასაცავად არის რეგულარულად ხელების დაბანა საპნით და წყლით. “კორონავირუსი “გახვეული“ ვირუსია, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს მემბრანის გარე ფენაც. საპნით და წყლით ხელების დაბანა კი საშუალებას იძლევა, რომ აღნიშნული “ფენა“ მოვიშოროთ და ვირუსი გავანადგუროთ“, – განაცხადა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა კარენ ფლემინგმა.

პროფესორ პერენსევიჩის თქმით კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ვაიძულოთ საკუთარი თავი, რაც შეიძლება ნაკლებად შევეხოთ სახეს, განსაკუთრებით პირის და ცხვირის არეს. ასევე ვატაროთ ხელების სადეზინფექციო საშუალება იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ვერ ვახერხებთ ხელების დაბანას.

ასევე ვირუსის პრევენცია შესაძლებელია დისტანციის დაცვითაც. თუ ხედავთ რომ ვინმეს ახველებს ან აცემინებს, ან გამოიყურება ავად, დაიცავით დისტანცია მისგან, მინიმუმ 1 მეტრით.

როგორ მოვემზადოთ კორონავირუსისთვის?

პირველ რიგში, არ უნდა შეიძინოთ პირბადე. ასევე, როგორც პროფესორი პერენსევიჩი ამბობს, უნდა მოვიმარაგოთ საჭირო მედიკამენტები, რათა მოულოდნელად არ დაგვჭირდეს მისი მოპოვება. ასევე, აუცილებელი პროდუქტი, საკვები, წყალი და ნებისმიერი რამ, რის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. თუ სასწავლო პროცესი შეწყდა და თქვენ სახლში გყავთ შვილები, არაა საჭირო საკვები პროდუქტი დაასაწყობოთ. თუმცა, მზად იყავით ნებისმიერი გადაუდებელი ვითარებისთვის, რაც ისეთ შემთხვევებშიც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც უამინდობა ან მსგავსი ეპიდემიებია მოსალოდნელი.

წყარო: Forbes.com