საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა.
“ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
$4.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს,” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
სამხედრო მხარდაჭერის კომპონენტი საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აშშ საქართველოს სამხედრო მხარდაჭერისთვის $40 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.