2019 წლის შედეგებით, აშშ-ი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. ამის შესახებ მონაცემებს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ამერიკიდან საქართველოში $110 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა.
აშშ-ის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო საქართველოდან ამერიკაში გასულ წელს ექსპორტმა $131.8 მილიონი შეადგინა, ხოლო იმპორტი $349 მილიონიდან $390 მილიონამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული მონაცემებით, საქართველოში 276 ამერიკული კომპანია საქმიანობს, მათგან 140 კომპანია ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოვიდა.