აშშ უკრაინისათვის შეიარაღებული დრონების მიყიდვას გეგმავს

აშშ უკრაინისათვის შეიარაღებული დრონების მიყიდვას გეგმავს

საკითხთან დაახლოებული პირების მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აშშ უკრაინას MQ-1C Gray Eagle-ის სახელწოდებით ცნობილ ოთხ ერთეულ დრონს მიჰყიდის. აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატები საბრძოლო დანიშნულებით გამოიყენება და Hellfire-ის ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით, General Atomics-ის მიერ დამზადებული დრონების უკრაინისთვის მიყიდვა შესაძლოა, კონგრესმა შეაფერხოს. აღნიშნულის მიზეზი კი, სავარაუდოდ, კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გამწვავების თავიდან არიდებაა.

შეგახსენებთ, რომ მოცემულ დრომდე უკრაინა რამდენიმე სახეობის საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატს იყენებს, მათ შორის AeroVironment-ის წარმოების RQ-20 PUMA AE-სა და თურქულ Bayraktar-TB2-ს.

მიუხედავად ზემოთ ნახსენები უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებისა, Gray Eagle კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიურია. მას ჰაერში დაყოვნება 30 საათამდე შეუძლია და სადაზვერვო მიზნებისათვის უფრო დიდი რაოდენობით ინფორმაციას აგროვებს. გარდა ამისა, აღნიშნულ დრონს ერთდროულად Hellfire-ის ტიპის 8 ერთეული რაკეტა გადააქვს.

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯო ბაიდენი კონგრესს რამდენიმე დღეში აცნობებს. დრონების ექსპერტების მოსაზრებით, MQ-1C-ს თურქულ დრონთან შედარებით უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს. თურქული Bayraktar-TB2-ები 22-კილოგრამიანი MAM-L რაკეტებითაა აღჭურვილი, Hellfire-ის წონა კი თითქმის ორჯერ მეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *