Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სატია ნადელა საუკეთესო CEO-დ დასახელდა კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის კუთხით. საუკეთესო ხელმძღვანელები ყოველწლიური გამოკითხვის შედეგად Comparably-მ გამოავლინა. რეიტინგი თანამშრომლების შეფასებების ანალიზის მიხედვით შეადგინეს.
აღსანიშნავია, რომ Comparably-ს მონაცემთა ბაზა დაახლოებით 60 000 ამერიკულ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიებში მუშაობენ. ამ კომპანიების თანამშრომელთა რაოდენობა თითოეულში 500-ს აღემატება.
CNBC-ი წარმოგიდგენთ ტოპ-10 CEO-ს, რომლებიც სხვადასხვა რასის წარმომადგენელ თანამშრომელთა შეფასებების მიხედვით გამოვლინდა:
- Microsoft: სატია ნადელა
აღმასრულებელი დირექტორი 2014 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 82
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 69%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 48%
სათაო ოფისი: რედმონდი, ვაშინგტონი
ინდუსტრია: კომპიუტერული პროგრამა
- RingCentral: ვლად შმუნისი
აღმასრულებელი დირექტორი 1999 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 90
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 82%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 78%
სათაო ოფისი: ბელმონტი, კალიფორნია
ინდუსტრია: კომპიუტერული პროგრამირება
- Google: სანდარ პიჩაი
აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 81
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 80%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 59%
სათაო ოფისი: მაუნთენ ვიუ, კალიფორნია
ინდუსტრია: პროგრამული უზრუნველყოფა
- Zoom: ერიქ იენი
აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 98
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 87%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 94%
სათაო ოფისი: კალიფორნია
ინდუსტრია: საინფორმაცია ტექნოლოგია და სერვისები
- ADP: კარლოს როდრიგესი
აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 84
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 70%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 63%
სათაო ოფისი: ნიუ ჯერსი
ინდუსტრია: ადამიანური რესურსები
- Smile Brands: სტივ ბილტი
აღმასრულებელი დირექტორი 1998 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 96
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 77%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 73%
სათაო ოფისი: კალიფორნია
ინდუსტრია: ჯანდაცვა
- GitLab: სიდ სიჯბრანდიჯი
აღმასრულებელი დირექტორი 2012 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 91
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 88%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 86%
სათაო ოფისი: კალიფორნია
ინდუსტრია: საინფორმაციო ტექნოლოგია და სერვისები
- Apple: ტიმ კუკი
აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 80
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 64%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 46%
სათაო ოფისი: კალიფორნია
ინდუსტრია: სამომხმარებლო ელექტრონიკა
- LexisNexis: მაიკ უოლში
აღმასრულებელი დირექტორი 2011 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 80
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 67%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 44%
სათაო ოფისი: ნიუ-იორკი
ინდუსტრია: საინფორმაციო ტექნოლოგია და სერვისები
- Concentrix: ქრის ქალდუელი
აღმასრულებელი დირექტორი 2004 წლიდან
რეიტინგი: 100-დან 85
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ადეკვატური ხელფასი აქვს: 69%
რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც თავის დამსაქმებელს სხვებს ურჩევდა: 62%
სათაო ოფისი: კალიფორნია
ინდუსტრია: საოპერატორო სერვისი