დრო, როდესაც ავტომობილები სრულად უპილოტო გახდება, ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ჩინური სტარტაპის AutoX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ციუანსიუნ სიაო ამბობს.
ამჟამად ჩინეთში ცალკეული ქალაქების რეგულაციები ითვალისწინებს უპილოტო ავტომობილში მძღოლის ჯდომას უსაფრთხოების მიზნით, თუმცა, AutoX-ში აცხადებენ, რომ დროდადრო ეს მოთხოვნა შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია უკვე მუშაობს უპილოტო ტრანსპორტის განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით ის თანამშრომლობს “ალიბაბასთან“ AMAP-აპლიკაციით, რომელიც ე.წ სუპერ მობილობის აპლიკაციაა, და რომელსაც 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს თვეში.
AutoX-მა მოიპოვა შანჰაიში ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილების ნებართვა, შედეგად შეიქმნა RoboTaxi-ის ტრანსპორტირების სერვისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სწორედ უპილოტო ავტომობილებით გადადგილებას. კომპანია ამ კუთხით ფართოვდება, გასულ თვეს AutoX-ში განაცხადეს, რომ RoboTaxi-ის მასშტაბური ცენტრი გახსნეს, საიდანაც შანჰაიში უპილოტო ავტომანქანების სერვისის ოპერირება ხდება.
შედეგად, AutoX-ი ჩინეთის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ავტოპილოტზე მომუშავე ტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც თანამშრომლობს Alibaba-სთან, Shanghai Motor-სა და Dongfeng Motor-სთან.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ის მუშაობს ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, რათა მათი ტრანსპორტი იყოს ძალიან უსაფრთხო, რისთვისაც ისინი ძალიან ბევრ შემოწმებას გადიან.