Azimuth Airlines-მა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენის ნებართვა მიიღო

Azimuth Airlines-მა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენის ნებართვა მიიღო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენებს რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი განახორციელებს. GCAA-ს განცხადებით, Azimuth Airlines-ი ამჟამად ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ ავიაკომპანიას დღეს მიანიჭა. მათივე ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 17 მაისიდან დაიწყება და ყოველდღიურად განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს. GCAA განმარტავს, რომ საქართველოს მტკიცე პოზიციას წარმოადგენს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები მხოლოდ იმ ავიაკომპანიებითა და იმ საჰაერო ხომალდებით შესრულდება, რომლებიც სანქცირებულნი არ არიან.