მსოფლიო COVID-19-ის ვაქცინას მოუთმენლად ელის, რათა გლობალურ ეკონომიკას გასაქანი მიეცეს და პრეპანდემიურ მონაცემებს დაუბრუნდეს. თუმცა, საფონდო ბირჟის ინვესტორები ვაქცინის ბაზარზე შემოსვლას სხვა კუთხით უყურებენ.
Bank of America-ს განცხადების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო წარმატებული ვაქცინა ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანიების ბატონობას წერტილს დაუსვამს და საპროცენტო განაკვეთებსაც გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მიზნით რეგულაციების დაწესების შემდეგ (მარტიდან მოყოლებული), დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა Apple-ი, Facebook-ი, Microsoft-ი და Amazon-ი, ბაზრის ყველაზე მომგებიანი აქციების მეპატრონეები გახდნენ. მეორე მიზეზი, თუ რატომაც მიიწევენ წინ აღნიშნული კომპანიები, დაბალი საპროცენტო განაკვეთებია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეკონომიკურ აქტივობას დიდ გასაქანს მისცემს, რაც საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის და ტექკომპანიების აქციებს სხვა აქტივებთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველს გახდის.