ბანკების მოგება 7 მილიონი ლარით გაიზარდა

ბანკების მოგება 7 მილიონი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 49 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7 მლნ ლარით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე. აგვისტოში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2.4 მლნ ლარი გადაიხადეს.

აგვისტოში ბანკების შემოსავლებმა 359 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 282 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 77 მლნ ლარი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ბანკების მოგება 513 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მოგებაზე 48 მლნ ლარით (9%-ით) ნაკლებია.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.