Southwest Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორი გარი კელი აცხადებს, რომ უორენ ბაფეტი ზედმეტად პესიმისტურად არის განწყობილი ავიაკომპანიის მომავალთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა ბაფეტმა ავიაკომპანიებში წილები გაყიდა პანდემიის გამო.
როგორც კელიმ განაცხადა, მას ესმის რატომაც დაკარგა ბაფეტი როგორც ავიაკომპანიის უმსხვილესი აქციონერი. თუმცა, Southwest Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორი არ ეთანხმება ბაფეტს ამერიკული ავიაინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით.
“მისი მოსაზრება პესიმისტურია. მე უფრო ოპტიმისტი ვარ“, – განაცხადა გარი კელიმ.
უორენ ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მა ოთხი ამერიკული ავიაკომპანიის აქციების გაყიდვის შესახებ დაახლოებით ათი დღის წინ განაცხადა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ 2020 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით $50 მილიარდი დაკარგეს, ვინაიდან მათი ინვესტიციების ღირებულება დაეცა. შექმნილ ვითარებაში ყველა ავიაკომპანიამ დიდი ზარალი იწვნია, ვინაიდან ავია მიმოსვლაზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა.
Berkshire-ის წილი Southwest-ში 10,3% იყო. თანამშრომლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე ბაფეტმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ ავია ბიზნესს აქვს პროგნოზირებადი მომავალი.
“არ ვიცი ორი თუ სამი წელი იქნება კიდევ საჭირო იმისათვის, რომ იმდენმა ადამიანმა დაიწყოს ფრენა, რამდენიც მაგალითად გასულ წელს დაფრინავდა. მომავალი ნაკლებად ნათელია ჩემთვის ამ ბიზნესის“, – განაცხადა უორენ ბაფეტმა.
თუმცა, როგორც გარი კელი აღნიშნავს, ის არ ფიქრობს, რომ ავია ინდუსტრია ხანგრძლივი კლების საფრთხის წინაშეა.
“ჩვენ გვაქვს არაერთი სცენარი დაგეგმილი“, – აღნიშნა Southwest-ის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, თუ ავია მოგზაურობაზე მოთხოვნა არ გაიზრდება, მაშინ ავიაკომპანიებს მოუწევთ ათობით ათასი სამუშაო ადგილის გაუქმება.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. თუ მოთხოვნა ამჟამინდელი დონიდან არ გაუმჯობესდება, ჩვენ დრამატულ კლებას ველოდებით. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს არის მომავალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა გარი კელიმ.