Barclays-მა 72 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა

Barclays-მა 72 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა

ინგლისის უდიდესმა ბანკმა, Barclays-მა 72 მილიონი გირვანქა სტერლინგის (109 მილიონი დოლარი) ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. დაჯარიმების მიზეზი მდიდარი კლიენტებისთვის მომსახურების გაწევისას საჭირო პროცედურების ჩაუტარებლობა გახდა. საქმე ეხება პოლიტიკასა და პოლიტიკოსებთან კავშირში მყოფ კლიენტებს, რომელთანაც ბანკმა 1,9 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ფულადი ტრანზაქციები განახორციელა.

“კრედიტორს 2011 და 2012 წლებში არაერთი მდიდარი კლიენტისთვის დიდი რაოდენობის საეჭვო ტრანზაქცია ჰქონდა განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა მსგავს კლიენტებთან უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, იგი სტანდარტულ პროცედურებს არ მიჰყვა იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინა ფულის გათეთრება. პირიქით, მათ მსხვილი კლიენტებისგან სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფად განახორციელეს შესაბამისი პროცედურები”,- განაცხადეს ფინანსური კონტროლის სამსახურში. მსგავსი რაოდენობის თანხით დიდ ბრიტანეთში აქამდე არცერთი ბანკი არ დაუჯარიმებიათ.