ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 49 დოლარამდე შემცირდა

ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 49 დოლარამდე შემცირდა

ბოლო ერთ თვეში ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 20%-ით შემცირდა და დღეს სანავთობო ბირჟებზე ფასი 49 დოლარია. ბოლო სამ თვეში ნავთობის ფასი პირველად ჩამოსცდა 50 დოლარს. ფასის კლების ტენდენცია გამოიწვია აშშ-ს მიერ ნავთობის წარმოების კვლავ გაფართოებამ, ირანზე სანქციების გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღებამ და საბერძნეთის კრიზისმა.

სანქციების გაუქმებაზე მიღწეული თანხმობის შემდეგ, ირანის ნავთობის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის ნავთობის დღიური წარმოება 1 მილიონი ბარელით გაზარდოს. დღეისათვის ირანი დღეში 1.4 მილიონ ბარელ ნავთბობს აწარმოებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.