მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა ქაოსმა მოიცვა, თუმცა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის საფულე კიდევ უფრო ივსება. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბეზოსის ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $172 მილიარდი შეადგინა.
მიმდინარე კვირას ბეზოსმა თავისი წინა რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მას თავის მეუღლე მაკენზი ბეზოსთან განქორწინებამდე ჰქონდა. გასულ წელს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად გაყრის შედეგად, მაკენზი ბესოზმა მეუღლისგან Amazon-ის აქციების 25% მიიღო.
მაკენზის ქონებაც გაიზარდა ამ კვირას. ის ახლა $57 მილიარდის მფლობელია და მსოფლიოში რიგით მე-12 ყველაზე მდიდარი ადამიანია.
აღსანიშნავია, რომ ჯეფ და მაკენზი ბეზოსის ქონების დიდი ნაწილი სწორედ Amazon-დან გამომდინაეობს, რომლის აქციებიც კორონავრუსის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოგეხსენებათ, Amazon-მა ონლაინ-შოპინგზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად იხეირა. კომპანიის თანამშრომლები საკმაოდ დატვირთულად მუშაობდნენ “ლოკდაუნის“ პირობებში, რის გამოც ჯეფ ბეზოსი მათ ბონუსები დაჰპირდა, რისთვისაც კომპანია $500 მილიონის დახარჯვას გეგმავს.