Microsoft-ის თანადამფუძნებელი და ფილანტროფი, ბილ გეითსი აშშ-ის კორონავირუსის ტესტირების მეთოდს პათეტიკურს უწოდებს. “სამწუხაროა, რომ აშშ-მა დღემდე ვერ მოახდინა კოვიდ-19-ის ტესტირების ორგანიზება ისე, რომ პასუხები უფრო მალე მოდიოდეს,” – ამბობს გეითსი.
“სხვა ქვეყნებმა თავიდანვე ეფექტური ტესტირება დაიწყეს და კომერციული სექტორი გააქტიურეს. აშშ-ი კი, დღემდე არ უზრუნველყოფს ხალხს სწრაფი პასუხებით. ძალიან სამწუხაროა”, – აღნიშნა გეითსმა.
მართალია, პასუხების მიღების დრო ამ თვეების განმავლობაში შემცირდა, გეითსი მაინც საყვედურობს ქვეყნის ლაბორატორიებს. ჯანდაცვის ექსპერტების მიხედვით, როდესაც პასუხებს დიდი ხანი სჭირდება, ტესტი ნაკლებად ეფექტურია და მნიშვნელობასაც კარგავს.
გეითსი ფიქრობს, რომ სწრაფ ტესტებში ინვესტირება ვირუსს უფრო კარგად გააკონტროლებს და ეკონომიკისთვის დამანგრეველ საგანგებო მდგომარეობას აირიდებს თავიდან.
“აშშ-ის საზღვრები არასდროს ჩაუკეტავს. ჩინეთი კი, ნათელი მაგალითია, იმისა, რომ საზღვრების ჩაკეტვა ძალზე ეფექტური გამოსავალია და ვირუსს უფრო მართვადს ხდის.”, –დასძინა მან.
Johns Hopkins-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, მთლიანობაში 90,660 შემთხვევა დადასტურდა. აშშ-ში კი, დღეში 40,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.