ბიტკოინის ფასი 6.39%-ით შემცირდა და $43,165.78 გახდა. ბოლო ერთი კვირაა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა უფასურდება. ღირებულების მაქსიმუმს ბიტკოინმა 21 თებერვალს მიაღწია, როდესაც მისმა ფასმა $58 000-ს გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი 25%-ითაა შემცირებული.
ცნობისთვის, ბიტკოინის ფასის მატება ბოლო პერიოდში Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც თქვა, რომ $1.5 მილიარდის ინვესტირებას აპირებს ბიტკოინებში, რომელთაც კომპანია სამომავლოდ გადახდის საშუალებად გამოიყენებს. გარდა ამისა, Mastercard-მა აღნიშნა, რომ ის ბიტკოინს გადახდის საშუალებად დაამატებს.
ბიტკოინის ფასის ზრდა კი კიდევ უფრო მეტად ახალისებს ე.წ. მაინერებს, რომლებიც ცდილობენ, უფრო და უფრო მეტი კრიპტოვალუტა გამოიმუშაონ. მკვლევრების თქმით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.