ბიუჯეტის ცვლილებით კანონით დადგენილი ნორმები ირღვევა

ბიუჯეტის ცვლილებით კანონით დადგენილი ნორმები ირღვევა

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებით ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარი ირღვევა. კერძოდ, აღნიშნული კანონით განსაზღვრულია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) უნდა იყოს არა უმეტეს 30%. წარმოდგენილი ცვლილებით კი აღნიშნული მაჩვენებელი 30.4%-ს აღწევს.

2015 წლის ნომინალური მშპ-ს პროგნოზული მოცულობა 30 663.8 მლნ ლარია, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა 9 335 მლნ ლარი.

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ ზღვრებს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტების პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ პერიოდში დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას.

საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ზღვრის ან/და ზღვრების შეუსაბამო ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ამ ზღვრის/ზღვრების შესაბამისი იყო, გარდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა ან/და ეკონომიკური რეცესიისა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.