BMW ეფექტიანობის გასაზრდელად Amazon-ის დახმარებით მონაცემთა ჰაბს ქმნის

BMW ეფექტიანობის გასაზრდელად Amazon-ის დახმარებით მონაცემთა ჰაბს ქმნის

BMW Amazon-თან ერთად მონაცემთა ჰაბს ქმნის. ამის შესახებ Reuetrs-ი წერს. გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებით, კომპანიის ეფექტიანობის გასაზრდელად საჭიროა გადაწყვეტილებების მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღება. ამას ემსახურება სწორედ კომპანიის ახალი წამოწყებაც.

“ჩვენ რამდენიმე ასეული მონაცემთა ანალიტიკოსი გვყავს BMW-ში, თუმცა, ჰაბის მიზანი არის რომ მონაცემები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ კომპანიაში“, – განაცხადა BMW-ს ვიცეპრეზიდენტმა მონაცემთა ტრასფორმაციის მიმართულებით, კაი დემტროდერმა.

დემტროდერის თქმით, BMW-ში ე.წ ქლაუდ-მონაცემთა ჰაბის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, ავტოწარმოება შეფერხდა, Amazon-ის სერვისმა კი მას მისცა შესაძლებლობა გაეკოტროლებინა თუ რომელ მიმწოდებელ ქარხანას ჰქონდა პრობლემები.

“ეს იყო ნათელი მაგალითი, როდესაც ჩვენ ხელი მიგვიწვდებოდა ყველა მონაცემზე, რის შედეგადაც შევძელით კრიზისის დაუყოვნებლივ მართვა“, – აღნიშნა კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა.

ცნობისთვის, BMW და Amazon Web Services (AWS) 2015 წელია ერთად მუშაობენ, თუმცა, ბოლო ერთი წელია ისინი ერთობლივად ავითარებენ ავტომწარმოებლის მონაცემთა ჰაბს.

პროექტის ფარგლებში 5 000-მდე თანამშრომელი გადამზადდება AWS-ტექნოლოგიების გამოყენებაში, რათა მათ უფრო ეფექტურად მოახერხონ მონაცემთა გამოყენება მუშაობის პროცესში.

ჰაბი გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა მომხმარებელთა მოთხოვნები “იწინასწარმეტყველოს“, რის საფუძველზეც უკვე BMW-ს შესაძლებლობა ექნება წარმოება შესაბამისად განავითაროს და ახალი ავტომობილების დიზაინიც აქედან გამომდინარე შექმნას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *