BP-მ პეტროქიმიური მრეწველობის ბიზნესი $5 მილიარდად გაყიდა

BP-მ პეტროქიმიური მრეწველობის ბიზნესი $5 მილიარდად გაყიდა

ნავთობკომპანია BP-მ პეტროქიმიური მრეწველობიდან გასვლა გადაწყვიტა და ეს ბიზნესი $5 მილიარდად გაყიდა. გარიგება მან ბრიტანულ კომპანია Ineos Ltd-სთან აწარმოა, რაც ყველაზე მსხვილ გარიგებად შეფასდა მას შემდეგ, რაც პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა შეარყია.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბერნარდ ლუნიმ განაცხადა, პეტროქიმიური ბიზნესის გაყიდვა სიურპრიზი შეიძლება იყოს თანამშრომლებისთვის. მისივე თქმით, კომპანია შეეცდება მინიმუმამდე დაიყვანოს გაურკვევლობა, რაც ამ მიმართულებით მომუშავე 1 700 ადამიანის ახალ კომპანია Ineos-ში გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს.

აღნიშნული ბიზნესის გაყიდვა BP-ს მისცემს შესაძლებლობას გაისტუმროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ვალი. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბრიტანული ნავთობკომპანია, რის გამოც ის იძულებული გახდა შეემცირებინა ხარჯები და რესტრუქტურიზაცია განეხორციელებინა. BP-ს კრიზისის გამო სამუშაო ადგილების 10 000-ით შემცირებაც მოუწია.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, BP-ს აქციების ფასი Ineos-თან გარიგების შემდეგ 3.5%-ით გაიზარდა, თუმცა, ეს ფასი ჯერ კიდევ სამჯერ ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ პეტროქიმიური ნივთიერებები ყოველდღიური პროდუქტების საწარმოებლად გამოიყენება, როგორიცაა მაგალითად პლასტიკი, სასუქები, ქსოვილები და ა.შ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.