ბრიტანულმა კომპანია BB Energy-მ 250 000 ბარელი ნავთობი იყიდა მაშინ, როდესაც ამერიკული “შავი ოქროს“ ფასი ნეგატიური გახდა. Bloomberg-ის ცნობით, ამით კომპანიამ უდიდესი სარგებელი მიიღო. კომპანიისთვის შევსებული მარაგები მისი კონკურენტული უპირატესობა და ოქროს შესაძლებლობა გახდა სხვა ენერგორესურსებით მოვაჭრე კომპანიებთან შედარებით.
უცნობია, ამ დროისთვის აქვს თუ არა შესყიდული მარაგები BB Energy-ს შემორჩენილი და ასევე რამდენი გადაუხადეს მაშინ მას ნავთობის მარაგების შეძენისთვის.
შეგახსენებთ, ამერიკული ნავთობის ფასი 20 აპრილს -$37.63-მდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის მარაგები გადაივსო და კომპანიები მზად იყვნენ გარვეული საფასური გადაეხადათ იმათთვის, ვინც ნავთობს წაიღებდა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული კომპანია BB Energy წლის განმავლობაში 20 მილიონ მეტრულ ტონა ნედლ ნავთობს და ბენზინს ყიდის.
აშშ-ის სასაქონლო ბაზრის მარეგულირებლები აცხადებენ, რომ აპრილის მსგავსი ფასების ვარდნა შესაძლოა განმეორდეს ივნისშიც, ვინაიდან მარაგები აჭარბებს მიწოდებას.