აპრილში ფულადი გზავნილები 42 პროცენტით შემცირდა

აპრილში ფულადი გზავნილები 42 პროცენტით შემცირდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2020 წლის აპრილში 2019 წლის აპრილთან შედარებით 58 მლნ დოლარით, 42%-ით შემცირდა. აპრილში სულ 79 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 9 მლნ დოლარით ნაკლებია 2019 წლის აპრილის მაჩვენებელზე.

იანვარ-აპრილში, ჯამში, 468 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 9.4%-ით (49 მლნ დოლარით) ნაკლებია.

აპრილში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების კლება მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და საბერაშშ-დან ჩამორიცხვების კლებამ განაპირობა. ჯამურად შემცირებული 58 მლნ დოლარიდან 21 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმორიცხვების კლებაზე მოდის.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც აპრილში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირდა, მლნ დოლარი

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.