Bugatti-მ ახალი მოდელი Chiron-ი წარმოადგინა. Bugatti Veyron-ის მემკვიდრე, ვიზუალური ცვლილების გარდა, გაძლიერებული აგრეგატით გამოირჩევა. ავტომობილი W16-ის 8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 1500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ-ია, ხოლო 0-დან 100-კმ/სთ ასაკრეფად, მხოლოდ 2,5 წამი სჭირდება.
ავტომობილის პრეზენტაცია 1 მარტს ჟენევაში გამართულ ავტოშოუზე გაიმართა და, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ 180 ერთეულზე შეკვეთა უკვე მიიღეს. ავტომობილის მაღალი ფასიდან (2,6 მილიონი დოლარი) გამომდინარე, კომპანია 2024 წლამდე Chiron-ის მხოლოდ 500 ერთეულის წარმოებას გეგმავს.