ზუგდიდი სამეგრელოს მარგალიტი და მთელი რეგიონის გამორჩეული ნაწილია, კულტურული და გასტრონომიული მრავალფეროვნება ერთხელ ჩამოსულ სტუმარს აუცილებლად შეაყვარებს თავს. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი ღირებულება ხალხია. ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და ხასიათი რომ გაიცნოთ, აუცილებელად სწორად უნდა შეარჩიოთ ადგილი, სადაც მასპინძელს ანდობთ თქვენზე ზრუნვას. ახალი, გამორჩეული, მაღალი სტანდარტების ბუტიკ-სასტუმრო “ლეთო” უერთდება კამპანიას “Spend your summer in Georgia“ და უპრეცედენტო აქციას გთავაზობთ, დაჯავშნეთ ნომერი ჩვენი რეზერვაციების დეპარტამენტის მეშვეობით (ნომერი : 0415 255 555) და მიიღეთ 20% ფასდაკლება ნებისმიერი ტიპის ოთახზე
სტანდარტული ნომრის ღირებულება –160 ₾
გაუმჯობესებული ნომრის ღირებულება – 200₾
ჯუნიორ სუიტისნომრის ღირებულება – 255₾
ფასი მოიცავს დ.ღ.გ.ს 18%
სტუმარს შეუძლია შენობიდან გაუსვლელად ისიამოვნოს ამერიკული ტიპის საუზმით, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან შვედურ მაგიდას. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებული კაფე “ლეთო” გემრიელი დესერტითა და გამაგრილებელი სასმელებით საუკეთესო არჩევანია თქვენი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ხოლო, მეშვიდე სართულზე ნამდვილი სიურპრიზი გელოდებათ “უსასრულო” აუზისა და რეგიონში პირველი პანორამული საუნის სახით.
მოინახულო სამეგრელო, ნიშნავს გაიცნო პატარა საქართველო. მთიანი ლანდშაფტი ჰარმონიულად ერწყმის გაშლილ ველებს. ისტორიული დადიანების სასახლე, ბოტანიკურ ბაღთან ერთად სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული განმუხურის ზღვის სანაპიროს. რეგიონს აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს ნებისმიერი ტიპის ვიზიტორის მოთხოვნები. დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ გასტრონომიული შედევრებით რომელიც მეგრულ სამზარეულოს უნიკალურს ხდის. მეორეს მხრივ, მათთვის ვისაც უყვარს თავგადასავლები, კანიონებზე ვიზიტი საუკეთესო არჩევანია.ზუგდიდი, სამეგრელოს გულია. სწორედ მოსახერხებელი მდებარეობა, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას დაიკმაყოფილოთ თქვენი ტურისტული მოთხოვნები.
ბუტიკ-სასტუმრო “ლეთო” სიამოვნებით გიმასპინძლებთ და გაჩუქებთ საუკეთესო ემოციებს საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტის ფარგლებში თქვენი სრული კმაყოფილებისთვის.