Carlsberg-ის CEO: „რუსეთმა ბიზნესი მოგვპარა“

Carlsberg-ის CEO: „რუსეთმა ბიზნესი მოგვპარა“

ლუდის მწარმოებელი დანიური კომპანიის, Carlsberg-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კომპანიამ რუსეთში საკუთარ ბიზნესდანაყოფთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და რუსეთის მთავრობასთან შეთანხმებაზე უარს აცხადებს. Carlsberg-ის აღმასრულებელი ხელძღვანელის განმარტებით, რუსეთის მთავრობასთან შეთანხმება, კომპანიისათვის აქტივების უკანონოდ ჩამორთმევას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

შეგახსენებთ, ლუდის დანიური მწარმოებელი რუსეთში საკუთარ ბიზნესის, Baltika-ს გაყიდვას გასული წლიდან მოყოლებული ცდილობდა. ივნისში კი კომპანიამ განაცხადა, რომ რუსული ბიზნესის ყიდვით დაინტერესებული კომპანიაც გამოჩნდა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, Carlsberg-ს ადგილობრივ Baltika-ში საკუთარი წილი დროებით ჩამოერთვა. უცნობია, რა ვადით იმოქმედებს პრეზიდენტის ბრძანება.

ცნობისთვის, Carlsberg-ს რუსეთში 8 ლუდსახარში და 8,400 თანამშრომელი ჰყავდა. თუმცა ივლისის შემდეგ Baltika-ს ადგილობრივი მენეჯმენტისა და რუსეთის მთავრობის ჩარევის შედეგად, Carlsberg-ი კომპანიის მართვაში ვეღარ მონაწილეობს.

გასულ თვეს Carlsberg-მა რუსეთის მთავრობის საპასუხოდ, რუსეთში საკუთარი ბრენდებისთვის სალიცენზიო ხელშეკრულებები შეწყვიტა. აღნიშნული ლიცენზიები Baltika-ს რუსეთში Carlsberg-ის ბრენდების წარმოებისა და გაყიდვის უფლებას აძლევდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ლიცენზიების საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, Baltika-ს დანიური ბრენდის პროდუქციის წარმოების უფლება აღარ ექნება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ფედერალური სამთავრობო ქონების სააგენტო, Rosimushchestvo, დროებით მმართველად დაინიშნა. სააგენტო მფლობელის ყველა უფლებამოსილებას ახორციელებს, გარდა ქონების განკარგვის უფლებამოსილებისა.