Global Finance-ის ჯილდო თიბისის - საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში

Global Finance-ის ჯილდო თიბისის - საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის უკვე მეოთხედ დააჯილდოვა. ჯილდო თიბისიმ პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის მიიღო. მორიგ საერთაშორისო წარმატებაზე Forbes Georgia-სთან, თიბისის დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ნინო სტურუამ ისაუბრა.

რას ნიშნავს Global Finance-ის რიგით მე-4 ჯილდო TBC Wealth Management-ის გუნდისთვის და მომხმარებლებისთვის?

Global Finance-ის რიგით მე-4 ჯილდო კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომ მათთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებულ, რეგიონში საუკეთესო მომსახურებას და პროდუქტებს ვქმნით, რითიც მათ ცხოვრებას ვამარტივებთ.  მეორე მხრივ კი, ჩვენი გუნდის აღიარებაა. მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისა და პარტნიორობისთვის, TBC WM-ის გუნდის წევრებს კი მათი ყოველდღიური შრომისა და საუკეთესო შედეგებისთვის.

კონკრეტულად რა შედეგებისთვის მიიღეთ წელს ჯილდო?

Global Finance-ის გამომცემელსა და რედაქტორს – ჯოზეფ ჯარაპუტოს თუ დავესესხებით, „პერსონალური საბანკო მომსახურება ხელოვნება და მეცნიერებაა, რომელშიც ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების ცოდნა სინთეზშია მომხმარებლის საჭიროებებზე მუდმივ დაკვირვებასთან.“

2023 წელი ექსკლუზიური სიახლით დავიწყეთ. თიბისის 30 წლის იუბილეს ფარგლებში, VISA-სთან თანამშრომლობით, ლიმიტირებული რაოდენობის, უმაღლესი კლასის Visa Infinite მეტალის ბარათი შევქმენით. ეს პირველი მეტალის ბარათია როგორც  საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში. VISA-სთან ერთად დავნერგეთ კონსიერჟის მომსახურებაც, რომლითაც ჩვენს მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვიდან დაწყებული, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საჩუქრის შერჩევითა და მიწოდებით დამთავრებული, ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში ვეხმარებით. მომსახურების გამოყენება WhatsApp-ის აპლიკაციითაა შესაძლებელი და 24/7-ზეა ხელმისაწვდომი.

ჯილდო განაპირობა საინვეტიციო მომსახურებამაც თიბისი კაპიტალთან ერთად. 2023 წლის განმავლობაში, თიბისი კაპიტალში საბროკერო მიმართულებით, ჩვენი მომხმარებლების საინვესტიციო პორტფელი თითქმის 70%-ით გაიზარდა.  ამ მიმართულებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა კვლავ ამერიკის სახაზინო ობლიგაციებზეა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება ქართულ, დოლარში დენომინირებულ, ადგილობრივ ობლიგაციებზეც.

2023 წელს ბაზარზე, თიბისი კაპიტალის დახმარებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარის ობლიგაციები განთავსდა. დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, TBC WM-ის კლიენტებმა მნიშნველოვანი როლი ითამაშეს. თიბისი კაპიტალის საბროკერო გუნდის დახმარებით, მომხმარებლებს კაპიტალის გონივრულ დაბანდებასა და განკარგვაში და საბოლოოდ, მათი მიზნების ეფექტურად მიღწევაში ვეხმარებით.

ინვესტიციების მიმართულებით, წელს თიბისიში ახალი შესაძლებლობაც დაინერგა – ინვესტიციები უკვე თიბისის ციფრულ ბანკშია და მომხმარებლებს 6 500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციებისა და ფონდების შეძენა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლიათ. პლატფორმაზე ამერიკულ საფონდო ბირჟაზე განთავსებულ შემდეგ ინსტრუმენტებზე აქვთ წვდომა: აქციები, ინდექს ფონდები, ინდუსტრიული ფონდები, დივიდენდური ფონდები, სახელმწიფო ობლიგაციების ფონდები, კორპორაციული ობლიგაციების ფონდები, ძვირფასი ლითონების ფონდები, ნავთობის ფონდი და სხვა პროდუქტები. ციფრულ ბანკში ფინანსური ინსტრუმენტების შეძენა ძალიან საინტერესო პროცესია.

თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ გლობალურ ტრენდს მიჰყვებით. ამჯერად რა ტენდენციებს ელოდებით მსოფლიოში WM მომსახურების მიმართულებით?

საერთაშორისო მასშტაბით, მაღალშემოსავლიან მომხმარებლებში სულ უფრო მზარდია ინვესტორების რიცხვი. მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება მდგრადი ინვესტირებისა და ციფრული სერვისების მიმართულებით. სწორედ ამ ტენდენციების შესაბამისად ვითარდება ჩვენი პროდუქტები და მომსახურებაც. მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზარი სწრაფი ტემპით იზრდება. საერთაშორისო ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ინვესტორებიც სულ უფრო მეტად ცდილობენ გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით, უკვე მეხუთედ განთავსდა ბაზარზე მწვანე ობლიგაციები. შესაბამისად, TBC WM-ის მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ, სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ და თავიანთ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილი გაზარდონ.

უკვე ნოემბერია და საინტერესოა, რა შედეგებით ასრულებს TBC Wealth Management 2023 წელს.

2023 წლის დასაწყისში ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩვენი წლევანდელი მიზნები იყო როგორც AUM-ის (მართული აქტივების) ზრდა, ასევე WM კლიენტებისთვის ახალი პროდუქტებისა და საინტერესო საერთაშორისო შეთავაზებები. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ წლის დასაწყისში გაცხადებული მიზნები წარმატებით სრულდება.