ChatGPT-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე iPhone-შია შესაძლებელი

ChatGPT-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე iPhone-შია შესაძლებელი

OpenAI-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოპულარული AI-ჩატბოტის, ChatGPT-ის აპლიკაციის ვერსიის iPhone-ში ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია. კომპანიის მოსაზრებით, აღნიშნული ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე წვდომას კიდევ უფრო გაამარტივებს.

OpenAI-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე აპლიკაციის გადმოტვირთვა მხოლოდ აშშ-ში იქნება შესაძლებელი, მოგვიანებით კი – სხვა ქვეყნებშიც. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მალე აპლიკაცია ანდროიდებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

რაც მთავარია, აპლიკაციით სარგებლობა კვლავ უფასო იქნება და მას მომხმარებლის მოწყობილობების ისტორიის სინქრონიზაციაც შეეძლება. შესაბამისად, აპლიკაცია ინტერნეტ საძიებო ისტორიის მონაცემების ტრანსფერს დესკტოპსა და iPhone-ს შორის სინქრონულად მოახდენს.

ცნობისათვის, ChatGPT-ის კონკურენტებზე უკვე აქტიურად მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Google-ი, Microsoft-ი და Amazon-ი. თუმცა ChatGPT-ი ხელოვნური ინტელექტის კვლავ ყველაზე პოპულარულ პლატფორმად რჩება. საინტერესოა ისიც, რომ Microsoft-ის Bing AI iOS მოწყობილობებზე უკვე დიდი ხანია, ხელმისაწვდომია.

ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისა და პლატფორმების კონკურენცია და ზოგადად ტექნოლოგიის განვითარების ტემპები საზოგადოების სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ტექნოლოგიის სიკეთეებისა და რეგულირების შესახებ დებატები საკანონმდებლო და სამეცნიერო სივრცეებშიც გაძლიერდა.