ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი, 56 წლის პეტრ კელნერი ალასკას მთებში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა – ინფორმაციას მის ბიზნესჯგუფ PPF-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით Forbes ავრცელებს.
მომხდარზე, რომლის ზუსტი მიზეზები უცნობია, გამოძიება უკვე დაიწყო. პარალელურად, დასტურდება ცნობები იმის შესახებ, რომ კელნერის გარდა, შემთხვევას სხვა 4 ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა, 1 კი გადარჩა.
ცნობისთვის, პეტრ კელნერი, რომელმაც ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში წამოიწყო, $17.4 მილიარდს ფლობდა. ბოლო პერიოდში მის საკუთრებაში შედიოდა მედია-კომპანიები არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ რუმინეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და ბულგარეთშიც; თავის მხრივ, საინვესტიციო ჯგუფი PPF ჯამში 25 სახელმწიფოში ოპერირებს.
კელნერი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 68-ე ადგილს იკავებდა.