ჩინეთი აცხადებს, რომ 1 მლრდ ინტერნეტ-მომხმარებელი ჰყავს

ჩინეთი აცხადებს, რომ 1 მლრდ ინტერნეტ-მომხმარებელი ჰყავს

ჩინეთი აცხადებს, რომ მას უკვე 1 მლრდ ინტერნეტ-მომხმარებელი ჰყავს. 2020 წლის ბოლოს, ქვეყანას 989 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელი ჰყავდა, მაშინ როდესაც გასული წლის მარტში 85.4 მილიონით ნაკლები. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიამ ასობით მილიონ ჩინელს აიძულა სახლში ჩაკეტილობის დროს ინტერნეტით ესარგებლა.

შედარებისთვის, ინდოეთში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა 639 მილიონს შეადგენს, რაც ამერიკის მოსახლეობაზეც კი მეტია.

ჩინეთის ინტერნეტ ქსელის საინფორმაციო ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე 72.15 მილიონით მეტმა ადამიანმა დაიწყო ონლაინ შოპინგი, განსაკუთრებით მობილური ტელეფონებით. და წლის ბოლოს მათმა რიცხვმა 782 მილიონს მიაღწია.

რაც შეეხება დისტანციურად მომუშავე ადამიანების რაოდენობას, ივნისიდან დეკემბრამდე მათი რიცხვი 147 მილიონით 346 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი ქვეყანაში ინტერნეტ-მომხმარებელთა მესამედს შეადგენს.

საინტერესოა ასევე, ონლაინ განათლების მიმღებთა რაოდენობაც, რომელიც მარტიდან დეკემბრამდე 81.25 მილიონით შემცირდა და წლის ბოლოს 342 მილიონი შეადგინა. ონლაინ ჯანდაცვის სერვისების მიმღებთა რაოდენობა კი ივნისიდან დეკემბრამდე 276 მილიონიდან 215 მილიონამდე შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.