ჩინეთი ნავთობგადამამუშავებელ მეგა-ქარხნებს აშენებს

ჩინეთი ნავთობგადამამუშავებელ მეგა-ქარხნებს აშენებს

ჩინეთი მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციას დებს ნავთობგადამამუშავებელი მეგა ქარხნების აშენებაში, რაც რეგიონის იაფი ექსპორტით დაზარალების საშიშროებას ზრდის.

სულ მცირე ოთხი პროექტი მზადაა და აშენების პროცესშია, მათ ჯამში, დღეში 1.4 მილიონი ბარელი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა ექნებათ. ეს რიცხვი დიდ ბრიტანეთში არსებული ყველა ქარხნის შესაძლებლობებზე უფრო მეტია. ზემოხსენებული ქმედებები კი ბევრად მეტ ნავთობპროდუქტის და პლასტმასის შექმნის წინაპირობაა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე მოთხოვნის პიკს ქვეყანაში, 2025 წლისთვის ელოდებიან.

როგორც Bloomberg-ი წერს, არათანმიმდევრული შენების ბუმი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რა სისწრაფით ცვლის სუფთა ენერგია და ელექტრომანქანები ჩინურ ინდუსტრიულ ლანდშაფტს. თუმცა, ეს პროექტები ჩინეთის ექსპორტის შესაძლებლობებს ზრდის და აძლიერებს.

“ჩინეთი, დღითიდღე, უფრო ზრდის საკუთარ წილს გლობალურ ბაზარზე, ზრდის რა წარმოებას და ამცირებს – მოხმარებას,“ – განაცხადა ჩინეთის საკითხებში ოქსფორდის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორმა მაიკლ მეიდანმა.

IHS Markit-ს თუ ვენდობით – ქვეყანა მეტს აწარმოებს ვიდრე მოიხმარს, რის გამოც დაახლოებით 1 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებს დღეში. ადგილობრივი მოთხოვნა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება თუ ჩინეთის ნახშირბადისაგან თავისუფალ ტრანსპორტზე გადასვლის დაპირებას გავითვალისწინებთ.

ახალი მეგა ქარხნები ჯეძიანში, ძიანსუსა და იანტაიში გაუფილტრავ ნავთობს ნავთობქიმიურ ნივთიერებებად და პლასტმასად გადაამუშავებს. ეს კი არ არის კარგი ამბავი ტაივანური და სამხრეთ კორეული გადამმუშავებლებისათვის, რომლებიც ჩინურ ბაზარზეა არიან მორგებულები. მათთვის გაჩნდა საფრთხე რომ მომავალში, ჩინეთმა საწვავის ექსპორტი შორეულ ავსტრალიაში, ევროპასა და თვით შეერთებულ შტატებშიც კი განახორციელოს. თუ მსგავსი ცვლილება მოხდა, მაშინ შედარებით მცირე ზომის ჩინური, ასევე იაპონური და ავსტრალიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სამუდამოდ დაიხურებიან.

პანდემიამ ზემოთ აღწერილი პროცესები ააჩქარა. IHS-ის მტკიცებით, კორონავირუსისაგან მიყენებული ზიანი სტრუქტურული და მუდმივი ხასიათის იქნება. “ჩვენი გათვლებით 1 მილიონ ბარელის მოცულობის მწარმოებლები დახურვის საშიშროების წინაშე არიან, რომელთა 60% ჩინეთის გარეთ მდებარეობს“, – განაცხადა IHS-ის წარმომადგენელმა.