ჩინეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი გაიხსნა

ჩინეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი გაიხსნა

ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ, ჩინეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა მაგისტრალი უკვე ღიაა სატრანსპორტო მოძრაობისათვის.  10.8 კილომეტრის სიგრძის ტაიხუს გვირაბი აღმოსავლეთ ჩინეთის ძიანსუს პროვინციაში, შანხაის აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში, ტაიხუს ტბის ქვეშ მდებარეობს.

ძიანსუს პროვინციის წარმომადგენლების განცხადებით, გვირაბის აშენება დაახლოებით $1.56 მილიარდი (10 მილიარდი იუანი) დაჯდა. მისი მშენებლობა კი 2018 წლის 9 იანვარს დაიწყო.

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, ორმხრივი გვირაბის ასაშენებლად, რომელსაც ექვსი ზოლი და 17.45 მეტრი სიგანე აქვს, 2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბეტონი გამოიყენეს.

გვირაბის ჭერი  ფერადი LED-განათებითაა აღჭურვილი, რომლებიც  მძღოლის დაღლილობის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.

გვირაბი 43.9-კილომეტრიანი Changzhou-Wuxi გზატკეცილის ნაწილია, რომელიც საზოგადოებისთვის 2021 წლის 30 დეკემბერს გაიხსნა. ის მოგზაურთათვის   ალტერნატიულ ჩქაროსნულ გზას უზრუნველყოფს, რომლებიც შანხაისა და ძიანსუს დედაქალაქ ნანკინს შორის, მიემგზავრებიან.

მაგისტრალი, რომელიც სუჭოუს, ვუქსისა და ჩანგჭოუს ჩქაროსნულ გზებს აკავშირებს,  აშენდა, რათა შეამსუბუქოს სატრანსპორტო ზეწოლა ტაიხუს ტბის გვერდით მდებარე ქალაქებზე, ამასთან ხელი შეუწყოს ქალაქების ეკონომიკურ განვითარებას მდინარე იანძის დელტაში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბი ნორვეგიის 14.3-კილომეტრიანი ორგზის Ryfast გვირაბია, რომელიც გადის ქალაქ სტავანგერსა და სტრენდის მუნიციპალიტეტს შორის. ხოლო Tokyo Bay Aqua-Line-ის წყალქვეშა გვირაბის ნაწილი, სატრანსპორტო გზატკეცილი, რომელიც მოძრაობს ტოკიოს ყურის ქვეშ, 9.6 კილომეტრი სიგრძისაა.

ზოგადად, წყალქვეშა გვირაბების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ლა-მანშის არხის გვირაბია, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთს ერთმანეთთან  სარკინიგზო გზით აკავშირებს. მისი წყალქვეშა ნაწილი 37.9 კილომეტრს შეადგენს და შესაბამისად, ის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბია მსოფლიოში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *