ჩინეთმა Lockheed Martin-სა და Raytheon-ს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა Lockheed Martin-სა და Raytheon-ს სანქციები დაუწესა

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ, ტაივანისათვის იარაღის მიყიდვის გამო, ორი ამერიკული სამხედრო კონტრაქტორი, Lockheed Martin-ი და Raytheon-ი „არასანდო სუბიექტების სიაში“ შეიყვანა და სანქციები დაუწესა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, Lockheed Martin-ს, Raytheon-სა და მის შვილობილ კომპანია Defense Corporation-ს, ჩინეთთან დაკავშირებული იმპორტისა და ექსპორტის აქტივობების განხორციელება აეკრძალათ.

აღნიშნულის მიზეზი გასული წლის თებერვალში ამ ორი ამერიკული სამხედრო კონტრაქტორის მიერ ტაივანისათვის 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაა.

ცნობისთვის, მაშინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა მისი ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდა და ამან აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზეც მოახდინა გავლენა. გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, საფრთხე შეექმნა ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *