Meta-მ ცუკერბერგის უსაფრთხოების ხარჯების ლიმიტი $14 მილიონამდე გაზარდა

Meta-მ ცუკერბერგის უსაფრთხოების ხარჯების ლიმიტი $14 მილიონამდე გაზარდა

Meta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯების ლიმიტს 4 მილიონი დოლარით, 14 მილიონ დოლარამდე ზრდის.

Meta-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოების არსებული პროგრამა და გაზრდილი დანახარჯები შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით საჭირო და აუცილებელია.

საინტერესოა, რომ გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალური მედიის პლატფორმების, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა და კომპანიის ხარჯები შეამცირა.

ცნობისათვის, 38 წლის მილიარდერმა, რომელიც Forbes-ის მილიარდერთა სიაში მე-16 ადგილს იკავებს, 2021 წელს კომპანიისაგან ხელფასისა და კომპენსაციების სახით $27 მილიონი მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *