მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2024 წლისთვის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხუთეულში ადგილებს ძირითადად აზიის ქვეყნები დაიკავებენ. როგორც „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ წერს, დაახლოებით ოთხ წელიწადში აზიის ქვეყნები მშპ-ს მიხედვით, მოწინავე პოზიციებზე იქნებიან.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1990-იანი წლების შემდეგ აღმავალია, ამჟამად ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა, ელოდებიან, რომ ეს ქვეყანა აშშ-ის 2024 წლისთვის გადაუსწრებს და ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება მსოფლიოში.
ელოდებიან, რომ დაწინაურდება ინდოეთიც და მესამე ადგილს დაიკავებს. ხოლო ინდონეზიაზე ფიქრობენ, რომ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს. იაპონია კი მეოთხე ადგილს დაიკავებს რეიტინგში, ხოლო რუსეთი მეექვსეს.
როგორც „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ წერს, ინდონეზია, ფილიპინები და მალაიზია მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაო ძალას, რაც ხელს შეუწყობს საშუალო შემოსავლის ზრდას.
ამჟამად უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- აშშ
- ჩინეთი
- იაპონია
- გერმანია
- ინდოეთი
- დიდი ბრიტანეთი
- საფრანგეთი
- იტალია
- ბრაზილია
- კანადა
- რუსეთი
- სამხრეთ კორეა
- ესპანეთი
- ავსტრალია
- მექსიკა
- ინდონეზია
- ნიდერლანდები
- საუდის არაბეთი
- თურქეთი
- შვეიცარია.