ჩინური Nio Volkswagen–ისა და Toyota–ს კონკურენტი ბრენდის შექმნას გეგმავს

ჩინური Nio Volkswagen–ისა და Toyota–ს კონკურენტი ბრენდის შექმნას გეგმავს

ჩინური პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი Nio Inc, რომელიც BMW-სა და Audi–ის კონკურენტად ითვლება, მუშაობას იწყებს ახალ ბრენდზე, რომელიც Volkswagen–ისა და Toyota–ს მსგავსი იქნება.

Nio Inc–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვილიამ ლიმ განაცხადა, რომ ძირითადი გუნდი , როგორც სტრატეგიული ინიციატივის პირველი ნაბიჯი, უკვე შეკრებილია და ისინი უკვე ავტომობილების მასობრივი წარმოებისათვის ემზადებიან.

„ურთიერთობა Nio–სა და ჩვენს ახალ ბრენდს შორის Audi-Volkswagen-სა და Lexus-Toyota-ს შორის არსებული ურთიერთობის მსგავსი იქნება.“ თუმცა, უცნობია ამ ახალი ავტომობილის ფასების დიაპაზონი. Nio–ს ამჟამინდელი მოდელების ფასები უმეტესად $46,000-ს აღემატება.

„ჩვენ გვსურს უკეთესი პროდუქტისა და მომსახურების გაწევა, Tesla Inc– ე დაბალი ფასებით.“

ლის განცხადებით, ახალი ბრენდი კონკურენციას არ გაუწევს Wuling Hong Guang MINI EV–ს, პოპულარულ მიკროელექტრო მანქანას, რომელიც დამზადებულია General Motors Co–ს ჩინურ საწარმოში SAIC Motor–თან ერთად.

მომავალ წელს Nio ბაზარზე სამი ახალი მოდელის მიწოდებას გეგმავს, მათ შორის პირველი სედანის. ამჟამად ის აწარმოებს და ყიდის სამი ტიპის ჯიპს.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში Nio–მ $101.8 მილიონი იზარალა, თუმცა ეს მაჩვენებელი 45.5%–ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს. მეორე კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია გაყიდვების მოცულობა 10,331 ავტომობილიდან 21,879-მდე.

ჯერ–ჯერობით უცნობია მომავალ წელს რა სიახლეებს შემოგვთავაზებს Nio თავის ახალ მოდელებში, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი Nio–ს ახალი პროდუქტის პლატფორმაზე შემუშავდება.

Nio განაგრძობს გლობალურ გაფართოებას. მათ კიდევ უფრო გააფართოეს წარმოების ბაზა ქალაქ ჰეფეიში. ამასთან, მაისში უკვე გახსნეს ოფისი ნორვეგიაში და გეგმავენ რომ მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყონ მანქანების გაყიდვა ამ ბაზარზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *