ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული, პრორუსული რეგიონები სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარა. აღნიშნულ ინფორმაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები და რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოში მესამე სახელმწიფო გახდა, რომელმაც დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

საკუთარ ტელეგრამ არხზე, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ქვეყანასთან სავაჭრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთი კორეა, რომელიც ეკონომიკურ იზოლაციაშია მოქცეული, დონეცკის რეგიონიდან 6 500 კილომეტრითაა დაშორებული.

სეპარატისტული, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების შესახებ სერტიფიკატი მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელს რუსეთის დედაქალაქში გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებლობას ჩრდილოეთ კორეის გარდა რუსეთი და სირია აღიარებენ. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ღია მხარდაჭერა 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროსაც გამოუცხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *