Citi: 2040 წლისთვის კოსმოსის ინდუსტრიის შემოსავალი $1 ტრილიონს მიაღწევს

Citi: 2040 წლისთვის კოსმოსის ინდუსტრიის შემოსავალი $1 ტრილიონს მიაღწევს

Citigroup-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2040 წლისთვის კოსმოსის ინდუსტრიის წლიური შემოსავალი 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება. აღნიშნული შედეგი კი ხომალდების კოსმოსში გაგზავნის ხარჯების 95%-ით შემცირების გზით მოხდება.

საინვესტიციო ბანკის ანგარიშის მიხედვით, კოსმოსის ინდუსტრიაში ხარჯების შემცირება აღნიშნულ სფეროში ტექნოლოგიური გაფართოებისა და ინოვაციების დანერგვისათვის უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის. თავის მხრივ, შესაძლებელი გახდება ორბიტიდან უფრო მეტი სერვისის მიღებაც. Citi-ს პროგნოზი ფინანსური ინსტიტუტების, Morgan Stanley-სა და Bank of America-ს კვლევებს ეფუძნება.

კვლევითი კომპანია Space Foundation-ის მონაცემებით, 2020 წელს კოსმოსის გლობალური ეკონომიკის ღირებულებამ 424 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა.

ინდუსტრიაში კერძო ინვესტიციების რაოდენობა და მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. მხოლოდ გასულ წელს კოსმოსის ინდუსტრიაში ჩაბმულმა ინფრასტრუქტურულმა კომპანიებმა კერძო ინვესტიციის სახით 14.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *