Citroën-მა ახალი ელექტრომობილი წარადგინა

Citroën-მა ახალი ელექტრომობილი წარადგინა

Citroën-მა ახალი ორადგილიანი ელექტრომობილი წარადგინა, რომელიც თვეში €19.99 დაგიჯდებათ. Citroën Ami არის ახალი სიტყვა ურბანული მობილობის კუთხით. ის ელექტროა, იაფია და უფრო სკუტერის მახასიათებლები აქვს, ვიდრე ავტომობილის.

Citroën-ის ახალ ავტომობილს ერთგვარ ურბანულ გამოსავალსაც უწოდებენ. მისი ზომა შესანიშნავია ვიწრო ქუჩებისთვის და ფასიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია. Ami არ მიეკუთვნება შიდაწვის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც მისი ტარებისთვის ბევრ ქვეყანაში მართვის მოწმობა არცაა საჭირო, ასევე მაგალითად, საფრანგეთში 14 წლის ასაკის ადამიანებს უკვე შეუძლიათ მსგავსი სახის ტრანსპორტის მართვა, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნებში 16 წლიდან.

ახალი ავტომობილის ლითიუმ-იონიზებული ელემენტი სამსაათიანი დამუხტვით 70 კილომეტრს გადის. მას საათში 45 კილომეტრის განვითარება შეუძლია.

Ami-ს ქირაობა საფრანგეთში თვეში 19.99 ევროდაა შესაძლებელი. ხოლო მისი ყიდვა 6,000 ევრო დაგიჯდებათ.

Citroën-ი აღნიშნულ მანქანაზე შეკვეთების მიღებას საფრანგეთში 30 მარტიდან დაიწყებს, შემდეგ კი მისი გაყიდვები დაიწყება ესპანეთში, იტალიაში, ბელგიაში, პორტუგალიასა და გერმანიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.