Coca-Cola ბაზარზე ახალი სასმელის შემოტანას გეგმავს

Coca-Cola ბაზარზე ახალი სასმელის შემოტანას გეგმავს

Coca-Cola დაბალ-კალორიულ და მცირე რაოდენობით შაქრის შემცველი ალკოჰოლური სასმელის წარმოებას გეგმავს. ახალ პროდუქციას ის Topo Chico-სთან ერთად გეგმავს, რომლის მინერალური წყალი განთქმული იყო ტეხასსა და სამხრეთ ამერიკაში, და რომელიც 2017 წელს Coca-Cola-მ შეისყიდა. 

საუბარია სელცერის წყალზე, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს, ხილის არომატს და სელცერის წყალს.

ახალი სასმელი თავდაპირველად ლათინური ამერიკის ქალაქებში გაიყიდება, 2021 წლიდან კი ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სასმელების მწარმოებელი გიგანტი ალკოჰოლის შემცველი სასმელის გაყიდვას დაიწყებს აშშ-ში 1983 წლის შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში, Coca-Cola-ს შემოსავალმა 28%-ით დაიკლო. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.