Coca-Cola ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმლის რეცეპტს ცვლის

Coca-Cola ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმლის რეცეპტს ცვლის

კოკა-კოლას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმლის – უშაქრო კოლას რეცეპტი უახლოეს მომავალში შეიცვლება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კომპანია სასმლის გემოს კლასიკურ გემოსთან დაახლოებას ასახელებს. გარდა ამისა, შეიცვლება უშაქრო კოლას შეფუთვაც და ნაცვლად შავი და წითელი გაფორმებისა, ის მთლიანად წითელი იქნება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კოკა-კოლას მთავარ ბრენდებზე – კლასიკურ, უშაქრო და დიეტურ კოლებზე ფოკუსირებაა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2020 წლის ოქტომბერში კომპანიამ 200-მდე სასმლის ბრენდის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

კოკა-კოლას ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ უშაქრო კოლას განახლებული რეცეპტი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმს ქუინსის, განცხადებით, მიუხედავად უშაქრო კოლას პოპულარობისა, სასმელს მთავარ ბრენდებს შორის გაყიდვების მაინც ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. ახალი რეცეპტი კი მის გემოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ლეგენდარული სასმლის გემოსთან.

უშაქრო კოკა-კოლას განახლებული ვერსია შეერთებულ შტატებში ამ თვიდან გაიყიდება. სექტემბრიდან კი მისი გასინჯვა კანადაშიც შეეძლებათ. კოკა-კოლამ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრის რამდენიმე წერტილშიც განაახლა.

საინტერესოა, რომ პროდუქტის განახლებულმა ვერსიამ მომხმარებელში უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ მედიაში სულ უფრო ინტენსიურად ისმის მოწოდებები ძველი გემოს დაბრუნებასთან დაკავშირებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტის წარმოებაში მასობრივად მიღებამდე, მათ რამდენჯერმე გატესტეს მისი გემო კოკა-კოლას მომხმარებლებთან და მათთან, ვინც ამ ბრენდის სასმელს არ სვამს. შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობა უკუკავშირით კმაყოფილია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *