Commerzbank სამუშაო ადგილების 10 000-ით შემცირებას და 340 ფილიალის დახურვას გეგმავს

Commerzbank სამუშაო ადგილების 10 000-ით შემცირებას და 340 ფილიალის დახურვას გეგმავს

გერმანული Commerzbank სამუშაო ადგილების 10 000-ით შემცირებას აპირებს. გარდა ამისა, ბანკი 2024 წლისთვის 340 ფილიალის დახურვას გეგმავს.

ცნობისთვის, Commerzbank-ს მსოფლიოს მასშტაბით 48 500 თანამშრომელი ჰყავს. თუმცა, როგორც განცხადებაში აღნიშნავენ, სამუშაო ადგილების შემცირება ყველაზე მეტად გერმანიის ბაზარზე იგეგმება, სადაც სამიდან ყოველ ერთ სამუშაო ადგილს გააუქმებენ.

ფილიალების რაოდენობა კი გერმანიაში 790-დან 450-მდე შემცირდება. ბანკის გეგმები ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.

“ჩვენ გვსურს ფოკუსირება გავაკეთოთ Commerzbank-ის ძლიერ მხარეებზე და კარგი შედეგები გრძელვადიანად შევინარჩუნოთ. ამის მიღწევა კი ხარჯების და კომპლექსურობის შემსუბუქებით იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნულია ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.

ბანკის მიზანს 2024 წლისთვის 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის დაზოგვა წარმოადგენს, ამიტომაც კომპანიაში ამბობენ, რომ შესაბამისი გეგმების განხორციელებას რაც შეიძლება მალე დაიწყებენ. პარალელურად კი, Commerzbank-ი IT-ტექნოლოგიებში ინვესტირებას აჩქარებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *