COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

ქალთა ტანსაცმლის ბრენდი New York & Company მაღაზიების დიდ ნაწილს პანდემიის გამო ხურავს.

New York & Company-ის დედა კომპანია RTW-მა გაკოტრების თაობაზე განაცხადი უკვე გააკეთა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვირუსის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მაღაზიები ფინანსური წნეხის ქვეშ მოაქცია. ამასთან, მისი აქციები 95%-ით დაეცა.

დახურვის წინ New York & Company მომხმარებელს ყველაფერზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ New York & Company-ის გარდა, პანდემიის შედეგად გაკონტრების წინაშე დგანან Brooks Brothers-ი, J.C. Penney J. Crew-ი და Neiman Marcus-იც, რომლებმაც ასევე განაცხადეს გაკოტრების შესახებ.

პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა ყველა იმ მაღაზიას, რომლებსაც სავაჭრო ცენტრებში დიდი ადგილი უკავიათ. New York & Company-ის მსგავსად, ბევრი მოვაჭრე კომპანია ჯერ არ გახსნილა, ან მომხმარებელი არ ჰყავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.