2018 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეფიციტურად 1 156 მლნ ლარი დაიხარჯა. იანვარ-ნოემბერში პროფიციტული ხარჯვა იყო 136 მლნ ლარის და შესაბამისად, მთელი წლის დეფიციტის ტვირთი დეკემბერზე მოვიდა. 2018 წლის ბიუჯეტის წლიურმა (12 თვის) დეფიციტმა 1 019 მლნ ლარი შეადგინა.
დეკემბრის 1 156 მლნ-იანი დეფიციტი განაპირობა იმან, რომ მიმდინარე ხარჯებმა მიმდინარე შემოსავლებს 281 მლნ ლარით გადააჭარბა. 774 მლნ ლარი არაფინანსური აქტივების (კაპიტალური პროექტების) წმინდა დაფინანსებამ, ხოლო 102 მლნ ლარი ფინანსური აქტივების წმინდა ადფინანსებამ შეადგინა.
1 156 მლნ ლარის დეფიციტი შემდეგნაირად დაფინანსდა: 83 მლნ სახელმწიფო საშინაო ვალის აღებით, 665 მლნ ლარი სახელმწიფო სააგრეო ვალის აღებით, ხოლო 409 მლნ ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დაიფარა.
გრაფიკი: 2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თვეების მიხედვით