გამოცემა “ბიზნეს ინსაიდერმა” მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების სია გამოაქვეყნა. მათ შორის პირველი ადგილი საფრანგეთში დამზადებულმა Dom Pérignon Mathusalem-მა დაიკავა, რომელიც 1996 წელს მხოლოდ 35 ბოთლი გამოვიდა და თითოეულის ღირებულება 49 000 დოლარია. მეორე ადგილს Dom Pérignon Rosé იკავებს, რომელიც 1998 წელს აწარმოეს, ერთი ბოთლის ღირებულება 11 179 დოლარს შეადგენს. მესამეზეა 6 500 დოლარის ღირებულების კიდევ ერთი ფრანგული წარმოების შამპანური – Armand De Brignac Brut Gold. მეოთხე ადგილზეა Champagne Krug Clos d’Ambonnay – ერთი ბოთლის ფასი 3,999 დოლარია. მეხუთე პოზიცია Armand de Brignac Brut Gold–მა დაიკავა – 2 239 დოლარი.
შამპანური – იგივე შუშხუნა ღვინო მე-17 საუკუნეში საფრანგეთში შეიქმნა, თავდაპირველად იგი მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის მზადდებოდა, დღეს კი მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აწარმოებენ.