ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული გახდა, დონალდ ტრამპი კი აშშ-ის ისტორიაში მე-11 პრეზიდენტია, რომელმაც ხელახალი არჩევნები წააგო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცედენტი ბოლო თითქმის 30 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველა იმ აშშ-ის პრეზიდენტს, რომლებიც მეორე ვადით არჩევნებში დამარცხდნენ:
ჯონ ადამსი (1797-1801)
ჯონ ადამსი აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მეორე პრეზიდენტი იყო. 1800 წლის არჩევნებში, ადამსი დემოკრატ-რესპუბლიკელმა თომას ჯეფერსონმა დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამს საპრეზიდენტო პოსტის შენარჩუნება სურდა, იგი დაემორჩილა არჩევნების შედეგებს და დატოვა თანამდებობა. ისტორიკოსები თვლიან, რომ ადამსის დამარცხების მიზეზი აშშ-სა და საფრანგეთს შორის ომი გახდა. ორ ქვეყანას შორის კრიზისის წინაშე მყოფმა პრეზიდენტმა ისეთი დოკუმენტები გააფორმა, რომელთა მიხედვითაც ამერიკის ყველა უცხო წარმომავლობის მაცხოვრებელი ქვეყნიდან გაძევებას ექვემდებარებოდა.
ჯონ ქუინსი ადამსი (1825-1829)
ჯონ ქუინსი ადამსი აშშ-ის მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსის შვილია, რომელმაც ხელახალი არჩვნები 1828 წელს ენდრიუ ჯექსონთან წააგო.
1824 წელს ადამსი კონგრესმა აირჩია, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია ხმების უმეტესობა. აღსანიშნავია, რომ 1828 წელს დამარცხებით ადამსის პოლიტიკური კარიერა არ დამთავრებულა: ჯონ ადამსი 1831 წლიდან 1848 წლის ჩათვლით კონგრესმენი იყო.
მარტინ ვან ბურენი (1837-1841)
მარტინ ვან ბურენი 1840 წლის არჩევნებში უილიამ ჰენრი ჰარისონმა დაამარცხა. ჰარისონმა ამ არჩევნებში 234 ხმა მოიპოვა, ვან ბურენმა კი მხოლოდ 60.
გროვერ ქლივლენდი (1885-1889)
გროვერ ქლივლენდმა 1888 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბენჟამინ ჰარისონთან წააგო. თუმცა, 1892 წელს ქლივლენდმა ჰარისონი დაამარცხა და კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.
ბენჟამინ ჰარისონი (1889-1893)
მართალია, ჰარისონმა 1888 წლის არჩვენებში გაიმარჯვა, 1892 წელს ხელახალი არჩევნები მან გროვერ ქლივლენდთან წააგო. ჰარისონის გადასახადების მხარდაჭერამ მომხმარებლებისთვის ფასები გაზარდა, რამაც მისი 1892 არჩევნების დამარცხება გამოიწვია.
უილიამ ჰოვარდ ტაფტი (1909-1913)
უილიამ ჰოვარდ ტაფტი 1912 წლის არჩევნებში ვუდრო უილსონის მიერ დამარცხდა. ტაფტი რესპუბლიკური პარტიის მიერ დასახელებული პრეზიდენტი იყო, რომელიც ამომრჩევლებს შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. მიუხედავად ტაფტისა და ტედი რუზველტის სიახლოვისა, უილიამის პოლიტიკამ მას წაგება მოუტანა.
ჰერბერტ ჰუვერი (1929-933)
ჰერბერტ ჰუვერი ფრანკლინ რუზველტმა დაამარცხა 1932 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჰუვერმა აშშ-ის ეკონომიკურ კრიზისს ვერაფრით უშველა, რამაც მისი დამარცხება გამოიწვია. რუზველტმა 472 ხმა მიიღო, ჰოვერმა კი მხოლოდ 59.
ჯერალდ ფორდი (1974-1977)
ჯერალდ ფორდმა საპრეზიდენტო თანამდებობა არჩევნების გარეშე მოიპოვა. ის მხოლოდ რიჩარდ ნიქსონის იმპიჩმენტის დროს დასახელდა როგორც ქვეყნის აღმასრულებელი. 1976 წლის არჩევნებში ფორდი ჯიმი კარტერმა დაამარცხა.
ჯიმი კარტერი (1977-1981)
ჯიმი კარტერი 1980 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რონალდ რეიგანთან დამარცხდა. კარტერის დამარცხების მთავარი მიზეზი ირანში მომხდარი 444-დღიანი ინციდენტია, რომელმაც 8 სამხედრო ჯარისკაცი იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ 444-დღიანი ინციდენტი სწორედ რეიგანის ინაუგურაციის დღეს დამთავრდა.
ცნობისთვის, ჯიმი კარტერმა 2002 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო.
ჯორჯ ბუში (1989-1993)
ჯორჯ ბუშმა საპრეზიდენტო არჩევნები 1992 წელს ბილ კლინტონთან წააგო. ბუშის წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა ითქვას, რომ იყო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები. სწორედ ჯორჯ ბუში იყო ტრამპამდე ბოლო პრეზიდენტი, რომელმაც მეორე ვადის არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლო.
წყარო: Business Insider