კობი ბრაიანტთან ასოცირებულ სუვენიერებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა მისი გარდაცვალებისთანავე.
კობი ბრაიანტთან დაკავშირებული პროდუქცია Nike-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ინციდენტის შემდეგ ერთ დღეში სრულად გაიყიდა.
ფანებმა, რომლებმაც სასურველი პროდუქციის შეძენა ვებ-გვერდიდან ვერ მოასწრეს, გადაწყვიტეს ესარგებლათ ინტერნეტ-აუქციონი eBay-ის მომსახურებით. ფასებმა კალათბურთის ბურთბზე, მაისურებზე და ფეხსაცმელებზე, რომელზეც კალათბურთელის ხელმოწერაა 2.88 მილიონიდან – 3 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა. როგორც ერთ-ერთი ნივთის მფლობელი აცხადებს 10 წლის შემდეგ აღნიშნული პროდუქტი შეიძლება 10 მილიონიც კი ღირდეს.
როგორც ექპერტები აღნიშნავენ, ეს ფასები გაზვიადებულია, რადგან მაიკლ ჯექსონის ცნობილი მბზინავი ხელთათმანი 420, 000 აშშ დოლარად გაიყიდა 2009 წლის ნოემბერში, მერლინ მონროს კაბა 4.8 მილიონ აშშ დოლარად 2016 წელს, ხოლო პრინცესა დაიანას მოსასხამი გასულ წელს 347,000 აშშ დოლარად გაიყიდა.