ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ეკონომიკის, პოლიტიკისა და მმართველობის საკითხებში ხელმძღვანელ დირექტორად კრისტოფერ დენკი აირჩიეს. იგი საქმიანობას მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.
კრისტოფერს დიდი სამსახურებრივი გამოცდილება აქვს. ამჟამად ის EBRD-ის სტრატეგიული კოორდინაციის, შედეგთა მენეჯმენტისა და ევროკავშირის საქმიანი ურთიერთობების დირექტორად მუშაობს.
კრისტოფერ დენკი EBRD-ის გუნდს 2010 წელს შეუერთდა. ის ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის ოფისს და კოორდინირებას უწევდა საბანკო ოპერაციებს ალბანეთში. ამის შემდეგ კი უძღვებოდა გუნდს ბრიუსელსა და ლონდონში. სანამ EBRD-ს შეუერთდებოდა, კრისტოფერ დენკი მუშაობდა გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ევროპულ დეპარტამენტში და გლობალური კრიზისის დროს თანამდებობას იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF-ში).
რაც შეეხება კრისტოფერ დენკის განათლებას, ის მაგისტრატურას საჯარო ადმინისტრირების განხრით ჰარვარდ კენედის სკოლაში სწავლობდა, ხოლო დოქტორანტურა ფინანსირების მიმართულებით შვეიცარიაში, სანქტ-გალენის უნივერსიტეტში გაიარა.
თავად კრისტოფერ დენკის თქმით, EBRD-ის გუნდის პრიორიტეტია, რომ საკუთარი პოლიტიკით საინვესტიციო რეგიონებში მხარი დაუჭირონ სტაბილური ეკონომიკური ბაზრის განვითარებას.