მომდევნო ათწლეულში, ნავთობისგან ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით, ომანი $5.2-მილიარდიანი საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სულთან ჰაიტჰამ ბინ თარიქ ალ საიდის მიერ მხარდაჭერილი ფონდი, 2040 წლისთვის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდისა და დივერსიფიკაციისკენ იქნება მიმართული.
ომანი, მისი მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად, უკვე ფლობს სუვერენული სიმდიდრის ფონდს, რომლის საშუალებითაც ნავთობის ჭარბი შემოსავლების ინვესტირება საერთაშორისო უძრავ ქონებაში, ბიზნესსა და სხვა აქტივებში ხორციელდება. ომანის საინვესტიციო ორგანო 2020 წელს დაარსდა და აერთიანებს ადრინდელ ფონდსაც, რომელიც 1980 წელს შეიქმნა.
ომანის მომავლის ფონდის მიზანი ეკონომიკური აქტივობის ზრდა და კერძო სექტორის მხარდაჭერაა, ვინაიდან ქვეყანა აქტიურად ცდილობს ნავთობზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. 4.5-მილიონიანი მოსახლეობით, ომანი სპარსეთის ყურის სიდიდით მეორე ქვეყანაა საუდის არაბეთის შემდგომ, თუმცა ნავთობის მარაგით მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
პარალელურად ომანი რეგიონული შუამავლის როლსაც ითავსებს და ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ყურის სხვა სახელმწიფოებთან და ირანთან. შედეგად, ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მათ შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.