ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა

ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა

გლობალიზაციის ინდექსს ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს, რომელიც 178 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომლებიც მოიცავენ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის და უცხოური კაპიტალის მოძრაობის სხვადასხვა კრიტერიუმებით განისაზღვრება.

22 იანვარს ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგის ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით მსოფლიოში მე-18 ადგილს იკავებს, ხოლო ზოგადად გლობალიზაციის დონით 45-ე ადგილზეა. 2017 წელს ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველოს მე-16 ადგილი ეკავა.

ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორადაა მიჩნეულია.

ცხრილი: ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი, 2018 წელი

ადგილი

ქვეყანა

ქულა

1

სინგაპური

92.5

2

ჰონგ კონგი

90.1

3

ნიდერლანდები

89.3

4

ბელგია

89.2

5

მალტა

86.7

6

ირლანდია

86.2

7

ლუქსემბურგი

85.5

8

ესტონეთი

84.3

9

შვეიცარია

83.8

10

უნგრეთი

83.0

18

საქართველო

79.5

51

სომხეთი

67.3

75

აზერბაიჯანი

60.1

89

უკრაინა

56.2

100

თურქეთი

52.4

108

რუსეთი

51.0

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.