ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო

ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო

2018 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებულებმა საქართველოში 41 მლნ დოლარით მეტი თანხა გადმორიცხეს (ფულადი გზავნილების სახით), ვიდრე რუსეთიდან გადმოირიცხა. იანვარ-ივნისში ევროკავშირიდან 255 მლნ დოლარი, ხოლო რუსეთიდან 214 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ეს ისტორიული შედეგია. აქამდე ყოველთვის რუსეთიდან მეტი თანხა იგზავნებოდა, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიიდან. ბოლო ოთხი თვეა, გასული წელთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილები თვეში საშუალოდ 0.5 მლნ დოლარით მცირდება, ხოლო ევროკავშირიდან ჩამორიცხვები თვეში საშუალოდ 11 მლნ დოლარით იზრდება.

რუსეთიდან გზავნილები საგრძნობლად შემცირდა 2015 წლიდან, როდესაც რუსული რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ამასთან, რუსეთის ეკონომიკა სანქციების გამო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. 2015 წელს ევროკავშირიდან გზვნილებიც შემცირდა ევროს დოლარის მიმართ გაუფასურების გამო, მაგრამ 2016 წლიდან ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან (89 მლნ დოლარი იანვარ-ივნისში), საბერძნეთიდან (81 მლნ დოლარი), გერმანიიდან (20 მლნ დოლარი) და ესპანეთიდან (19 მლნ დოლარი) იგზავნება.

გრაფიკი 1. ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან და რუსეთიდან, მლნ დოლარი

გრაფიკი 2. ფულადი გზავნილები ევროკავშირიდან და რუსეთიდან 2018 წელს, მლნ დოლარი